Accentnews.ge
ბათუმის პლაჟები სასტუმროებს მართვაში გადაეცემათ

ბათუმის პლაჟები სასტუმროებს მართვაში გადაეცემათ

24/02/2020 12:34:54 რეგიონები

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, სანაპირო ზოლში მდებარე ბრენდულ სასტუმროებს პლაჟები მართვაში გადაეცემათ. "აჭარის ტელევიზიის" ცნობით, ინიციატივა ბათუმის საკრებულოში უკვე გადაგზავნილია და დეპუტატები მასზე 25 თებერვალს იმსჯელებენ.

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილებით პლაჟების გასხვისება არ ხდება და ისინი კერძო კომპანიების სასარგებლოდ არ დაიხურება.

პროექტის თანახმად, სასტუმროებს მართვაში სანაპირო ზოლის ის ნაწილი გადაეცემათ, რომელიც მათ წინ მდებარეობს. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში "ბათუმი თაუერი" პირველი სასტუმრო იქნება, რომელსაც პირდაპირი წესით, იჯარის ფორმით გადაეცემა პლაჟი მართვაში.

,,საზოგადოების ინტერესი იქნება დაცული და პლაჟის შემოღობვა არ მოხდება, იქ გადაადგილება ყველასთვის იქნება თავისუფალი" - განაცხადა საინფორმაციო ბრიფინგზე ლაშა კომახიძემ.

რაც შეეხება ინიციატივის მიზეზს, მისი თქმით, "მომხმარებლებს აქვთ მოლოდინი და მოთხოვნა, პლაჟზე გამართული ინფრასტრუქტურა და სერვისები იყოს, რომლის შეთავაზების შესაძლებლობა დიდ კომპანიებს აქვთ":

''ვინაიდან ეს არის მაღალი დონის ბრენდული სასტუმროები, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მათ ინტერესებში იქნება ამ პლაჟების მაღალ დონეზე მოწყობა. მათთან ხელშეკრულებაში აუცილებად იქნება გათვალისწინებული, რომ საზოგადოების ინტერესები იყოს დაცული და არ დაიხუროს, პირიქით, იყოს სრული წვდომა ყველა იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც იქნება პლაჟზე".

კომახიძე ირწმუნება, რომ ხელშეკრულებაში ჩაწერილ ამ პირობას მკაცრად გააკონტროლებს "ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S