Accentnews.ge
შსს–მ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუდიოჩანაწერების ჩართვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო

შსს–მ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუდიოჩანაწერების ჩართვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო

24/01/2025 10:15:31 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუდიოჩანაწერების ჩართვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

კერძოდ, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევაში დანაშაულის ჩამდენს სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღეს დილიდან თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებში სხვადასხვა მიმართვები ისმოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ და შესაბამის ვიდეოებს აქვეყნებდნენ.

აპარატებში ისმოდა, მათ შორის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის გამოცხადებისას წარმოთქმული სიტყვა:

"9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“

ასევე ისმოდა ზურაბ ჟვანიას სიტყვები "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი". ეს სიტყვები მან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში წარმოთქვა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 1999 წლის 27 იანვარს. მის ამ სიტყვას ხშირად იყენებენ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე, რომელიც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასევე ისმოდა "დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!" და სხვა.

თბილისის მერიის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშა, სავარაუდო კიბერშეტევის გამო. ამჟამად საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგენილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S