
კიევის ოლქზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3–მდე გაიზარდა
24/01/2025 07:10:02 მსოფლიო
უკრაინის კიევის ოლქზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3–მდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახური და საოლქო პოლიცია იუწყებიან.
რუსეთის ჯარებმა კიევის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით 24 იანვარს, გამთენიისას შეუტიეს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსული დრონის ნამსხვრევებმა ბროვარის რაიონში მდებარე კერძო სახლის ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა სახლში მყოფი ცოლ-ქმარი.
დანგრეულია 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ორი სართულიც, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. დაზიანებულია კიდევ ათამდე სახლი.