Accentnews.ge
რუსეთი დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთი დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება

24/01/2025 06:28:57 მსოფლიო

რუსეთი დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ჩამონათვალში, მათ შორის ათზე მეტი ოლქი და დედაქალაქი მოსკოვია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 იანვარს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 121 უკრაინული დრონი. მათგან 37 ბრიანსკის ოლქში, 20 - რიაზანში, 17- კურსკის ოლქში, 17 - სარატოვში, 7 - როსტოვის ოლქში, 6 - მოსკოვის ოლქში, 6 - ბელგოროდში, 3 - ვორონეჟის ოლქში, 2 - ტულაში, 2 - ორიოლის ოლქში, 2 - ლიპეცკში და 1 - ყირიმში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი დრონი უშუალოდ მოსკოვის თავზეც ჩამოაგდეს. მანამდე, მოსკოვის მერი სობიანინი იუწყებოდა, რომ დედაქალაქისკენ მიმავალი დრონები მოსკოვამდე არ მიუშვეს და მოსკოვის ოლქში მოიგერიეს.

თავდაცვის სამინისტრომ დილით გამოაქვეყნა კიდევ ერთი ცნობა, რომ სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ლენინგრადის ოლქშიც.

როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერს, ქვეყნის რეგიონებზე 2025 წლის დასაწყისიდან ყველაზე მასირებული შეტევა განხორციელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S