
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ნანუკა ჟორჟოლიანი 5 ათასი ლარით დააჯარიმა
23/01/2025 09:49:41 საზოგადოება
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 5 000 ლარი დააკისრა.
მას ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევას, რაც შსს-ს მტკიცებით, 3 იანვარს გზის ხელოვნურად გადაკეტვაში გამოიხატა. ეს მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელს 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
სხდომაზე ჟორჟოლიანის ადვოკატმა თქვა, რომ მისთვის არავის მიუთითებია, რომ კანონს არღვევდა ან აქციის მონაწილეთა რაოდენობა არასაკმარისი იყო გზის გადაკეტვისთვის.
შს სამინისტროს მოწმემ, პატრულ-ინსპექტორმა დაადასტურა, რომ პირადად ნანუკა ჟორჟოლიანისთვის არ მოუწოდებია გზის სავალი ნაწილიდან გადასვლის შესახებ.