
პენტაგონი უახლოეს დღეებში 1500-მდე ჯარისკაცს გაგზავნის მექსიკის საზღვარზე
23/01/2025 08:06:59 მსოფლიო
პენტაგონი უახლოეს დღეებში 1500-მდე ჯარისკაცს გაგზავნის მექსიკის საზღვრის დაცვაში დახმარების გასაწევად,- იტყობინება Associated Press აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი რობერტს სელსესი სავარაუდოდ ოთხშაბათს გასცემს განკარგულებას ჯარების გაგზავნის შესახებ. ჯერჯერობით არ არის ნათელი, რომელი საჯარისო შენაერთები გაიგზავნება საზღვარზე. მათი საბოლოო რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს. თუ მათ კანონის აღმასრულებელი ფუნქციის შესრულება მოუწიათ, ამერიკის ჯარები მათთვის უჩვეულო როლში აღმოჩნდება პირველად უკანასკნელი პერიოდის ისტორიაში. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს ამ თემაზე, ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
როგორც ვარაუდობენ, ჯარები სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებს დაეხმარებიან პატრულირებაში, ასევე დახმარებას გაწევენ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო სფეროში და ბარიერების მშენებლობაში.