Accentnews.ge
აშშ-ში დაბადების უფლებით მოქალაქეობის მინიჭების გაუქმების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება უკვე 22-მა შტატმა გაასაჩივრა

აშშ-ში დაბადების უფლებით მოქალაქეობის მინიჭების გაუქმების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება უკვე 22-მა შტატმა გაასაჩივრა

22/01/2025 11:49:41 მსოფლიო

აშშ-ში დაბადების უფლებით მოქალაქეობის მინიჭების გაუქმების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება უკვე 22-მა შტატმა გაასაჩივრა.

ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება უმთავრესად იმ შტატების მიერაა გასაჩივრებული, სადაც დემოკრატიული პარტია ლიდერობს.

20 იანვრის ინაუგურაციის დასრულებიდან მალევე დონალდ ტრამპმა სააგენტოებს უბრძანა, გააუქმონ აშშ-ში დაბადებული იმ ბავშვების მოქალაქეობა, რომელთა ერთ-ერთი მშობელი მაინც არ არის ამერიკის მოქალაქე ან არ ფლობს ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების უფლებას - იგივე "მწვანე ბარათს".

22-მა შტატმა, კოლუმბიის ოლქმა და ქალაქ სან ფრანცისკომ ბოსტონისა და სიეტლის ფედერალურ სასამართლოებს მიმართეს სარჩელებით, რომლებშიც აცხადებენ, რომ მსგავსი ბრძანებით პრეზიდენტი ტრამპი კონსტიტუციას არღვევს. ანალოგიური სარჩელებით მიმართეს სასამართლოებს ამერიკის სამოქალაქო უფლებათა კავშირმა (ACLU), საიმიგრაციო ორგანიზაციებმა და ორსულმა დედამ.

ამგვარად, ინაუგურაციიდან ორიოდ დღეში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირველი მასშტაბური სასამართლო დავა იწყება.

ცნობისთვის: აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე იბადება, ამერიკის მოქალაქეა. უზენაესი სასამართლოს 1898 წლის გადაწყვეტილებით, ეს შესწორება უცხოელი მშობლების აშშ-ში დაბადებულ შვილებზეც ვრცელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S