
ისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა
20/01/2025 06:27:39 მსოფლიო
ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.
მანამდე, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.
გათავისუფლებულ მძევლებს - 31 წლის დორონ სტეინბრეჩერს, ბრიტანეთი-ისრაელის მოქალაქე 28 წლის ემილი დამარის და 24 წლის რომი გონენს - თელ-ავივის საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა გუშინ, სამი საათის დაგვიანებით შევიდა ძალაში ძალაში.