Accentnews.ge
ჰამასმა 3 ებრაელი მძევალი წითელ ჯვარს გადასცა

ჰამასმა 3 ებრაელი მძევალი წითელ ჯვარს გადასცა

19/01/2025 17:55:54 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) "წითელ ჯვარზე" დაყრდნობით იუწყებიან, რომ ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა ორგანიზაციას 3 ებრაელი მძევალი - რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტეინბრეხერი გადასცა.

IDF-ის ცნობით, "წითელ ჯვარს" ამჟამად მძევლები ღაზას სექტორის შიგნით მყოფ ებრაელ სამხედროებთან გადაჰყავს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალების ვერტმფრენები მზად არიან, გათავისუფლებული მძევლები მიღებისთანავე კლინიკებში გადაიყვანონ.

ცნობისთვის: "ჰამასის" მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიის 3-საათიანი დაგვიანებით წარდგენისთანავე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S