
WSJ: ტრამპი 21 იანვრიდან არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბურ რეიდებს გეგმავს
18/01/2025 10:26:52 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალი კვირიდან. ინაუგურაციის დასრულებისთანავე არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბური რეიდების დაწყებას გეგმავს,- იუწყება "The Wall Street Journal" საქმეში ჩახედულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, რეიდის მთავარი სამიზნე "ქვეყანაში არალეგალურად მყოფი, კრიმინალური წარსულის მქონე იმიგრანტები იქნებიან".
მისივე ინფორმაციით, პირველი რეიდი 21 იანვარს სავარაუდოდ, ჩიკაგოში დაიწყება და კვირის ბოლომდე გაგრძელდება. მასში აშშ-ის მიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) 200-მდე თანამშრომლის ჩართვა იგეგმება.
ჩიკაგოს შემდეგ, სადაც 2022 წლის აგვისტოდან ჯამში 51 ათასზე მეტი მიგრანტი შევიდა, რეიდები იგეგმება ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, დენვერსა და მაიამიშიც.
ცნობისთვის: წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა იქნება და რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში იგი შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ დეპორტაციას ჩაატარებდა.