Accentnews.ge
კარპენტერი: ახალ ადმინისტრაციას საქართველოზე ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ

კარპენტერი: ახალ ადმინისტრაციას საქართველოზე ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ

17/01/2025 07:40:25 პოლიტიკა

"აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას საქართველოზე ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმასთან” განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საბოლოოდ, საქართველოს ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„ვფიქრობ, ახალ ადმინისტრაციას ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ. ჩვენ გავყინეთ ყველანაირი დახმარება - 95 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, დავასანქცირეთ საქართველოს მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც პროტესტის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ეხებოდა. ჩვენ დავასანქცირეთ ამ რეპრესიების წამყვანი არქიტექტორები, მათ შორის - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია საქართველოს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკის, არამედ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის კუთხითაც, რომელიც სულ უფრო მეტად ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. ასე, რომ ახალ გუნდს ეს სიტუაცია ძალიან მრავალფეროვანი ქმედებების ნაკრებით გადავეცით. საბოლოოდ კი, ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - განაცხადა კარპენტერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S