
ნიდერლანდებმა უკრაინას 27 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო
17/01/2025 06:36:46 მსოფლიო
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა კიევში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას უკრაინისთვის 27 მილიონი ევროს დახმარება გამოაცხადა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ნიდერლანდების საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დახმარების ახალი პაკეტიდან 20 მილიონი მიმართული იქნება უკრაინის ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებაზე, რომელიც რუსეთის თავდასხმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა.
გარდა ამისა, კასპარ ველდკამპმა გამოაცხადა 7 მილიონი ევროს კონტრიბუცია ნატო-ს უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტში, რომლის ფარგლებში ალიანსი უკრაინას არალეტალურ მხარდაჭერას უწევს.