
გაერთიანებული სამეფო უკრაინას Gravehawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს
17/01/2025 06:27:10 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფო უკრაინას Gravehawk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის მობილურ სისტემებს გადასცემს. პროექტი ერთობლივად დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და დანიის მიერ, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
მისივე ცნობით, Gravehawk სისტემას შეუძლია გამოიყენოს უკრაინული რაკეტები, რომელიც უკვე შედის უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში.
„მაშინ, როცა უკრაინა რუსეთის მხრიდა მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფება, Gravehawk-ის სისტემა გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რაც მას საშუალებას მისცემს დაიცვას თავისი ქალაქები, ჯარები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში.
წელს უკრაინა 15 Gravehawk–ს მიიღებს.