Accentnews.ge
ბაიდენი: დღეს ამერიკაში ყალიბდება ოლიგარქია, რომელსაც უზარმაზარი სიმდიდრე, ძალაუფლება და გავლენა აქვს და ემუქრება დემოკრატიას და სხვების მიერ წარმატების პატიოსნად მიღწევის შანსებს

ბაიდენი: დღეს ამერიკაში ყალიბდება ოლიგარქია, რომელსაც უზარმაზარი სიმდიდრე, ძალაუფლება და გავლენა აქვს და ემუქრება დემოკრატიას და სხვების მიერ წარმატების პატიოსნად მიღწევის შანსებს

16/01/2025 06:03:29 მსოფლიო

შეერთებული შტატების დემოკრატმა პრეზიდენტმა, 82 წლის ჯო ბაიდენმა უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 იანვარს ამერიკელებს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართა.

გამოსამშვიდობებელ მიმართვაში ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის ეკონომიკურ და სხვა მიღწევებზე ისაუბრა, რომელთა შედეგებსაც, მისი თქმით, ამერიკელები დროთა განმავლობაში უფრო იგრძნობენ.

ამასთან, მან მოქალაქეები ოლიგარქიის მზარდი საშიშროების თაობაზე გააფრთხილა.

"ჩემში დიდ შეშფოთებას იწვევს მცირერიცხოვანი უმდიდრესი ადამიანების ხელში ძალაუფლების სახიფათო კონცენტრაცია. დღეს ამერიკაში ყალიბდება ოლიგარქია, რომელსაც უზარმაზარი სიმდიდრე, ძალაუფლება და გავლენა აქვს და ემუქრება დემოკრატიას, ძირითად უფლებებს და თავისუფლებას და სხვების მიერ წარმატების პატიოსნად მიღწევის შანსებს", – განაცხადა მან.

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.

ტრამპის უახლოეს გარემოცვაშია კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი. ტრამპი აპირებს მას ახალი, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მართვა დაავალოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S