Accentnews.ge
თოლორაია: "არალეგიტიმურ პარლამენტს თამამად შეგვიძლია, დავუძახოთ კრიმინალების პარლამენტი, ცემენ განსხვავებული აზრის მქონე ყველა პირს"

თოლორაია: "არალეგიტიმურ პარლამენტს თამამად შეგვიძლია, დავუძახოთ კრიმინალების პარლამენტი, ცემენ განსხვავებული აზრის მქონე ყველა პირს"

15/01/2025 06:17:36 პოლიტიკა

ორგანიზაციის "ჩემი ხმა" წარმომადგენელი და ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ "არალეგიტიმურ პარლამენტს თამამად შეგვიძლია, დავუძახოთ კრიმინალების პარლამენტი".

მისი თქმით, "დღეს არ ტოვებენ პარლამენტის წევრები დანაშაულის ჩადენის გარეშე"

"დანაშაულს ჩადიან საქართველოს ყველა რეგიონში, მსოფლიოს ყველა კუთხეში. ცემენ განსხვავებული აზრის მქონე ყველა პირს: უბრალო მოქალაქეებს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.ამ საქმეს უნდა იძიებდეს არა შსს, არამედ საქართველოს პროკურატურა. ველოდებით თქვენს ისეთივე მყისიერ რეაგირებას, როგორც ჟურნალისტ ქალზე მოახდინეთ ბათუმში", – წერს თოლორაია სოციალურ ქსელში.

პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ექს–პრემიერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ სოციალური ქსელით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.

მოგვიანებით, ინფორმაცია "აქცენტს" პარტიის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.

გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ექიმმა თაკო შანთაძემ ბათუმის კლინიკაში, სადაც გიორგი გახარიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.

ექიმის ინფორმაციით, გახარიამ კლინიკა თავისი სურვილით დატოვა.

შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გუშინვე, "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გარდა, ჟურნალისტ ზვიად ქორიძესაც დაესხა თავს. ინციდენტი ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" მოხდა.

"სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. უცბათ, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე". დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, მბრუნავი კარია, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბათ, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა", - აღნიშნავს ქორიძე მედიასთან საუბრისას.

ზვიად ქორიძე კლინიკაშიც იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S