
ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, ის კლინიკაშია გადაყვანილი
14/01/2025 22:49:35 პოლიტიკა
პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.
აღნიშნული ინფორმაცია "აქცენტს" პარტიის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
მანამდე აღნიშნული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, “შერატონში”, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი" - წერს მთივლიშვილი.