Accentnews.ge
ჰიპერი: ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ

ჰიპერი: ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ

13/01/2025 19:29:24 პოლიტიკა

ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, - განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა.

ის ხაზს უსვამს, რომ „უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს“ შედეგები მოჰყვეს.

„ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას. უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება უნდა მოხდეს. ამ უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს“, - წერს ანიტა ჰიპერი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S