Accentnews.ge
გაბიტაშვილის მეგობარი: ლაშამ გამოიძახა პოლიცია, ცდილობს, სასამართლოში აღძრას საქმე, მოძალადეების მხრიდან დაკავებულია ერთი პირი

გაბიტაშვილის მეგობარი: ლაშამ გამოიძახა პოლიცია, ცდილობს, სასამართლოში აღძრას საქმე, მოძალადეების მხრიდან დაკავებულია ერთი პირი

13/01/2025 11:23:00 საზოგადოება

აბუ-დაბიში, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე იძალადეს, დააკავეს ერთი პირი. ამის შესახებ გაბიტაშვილის მეგობარი იტყობინება.

არსებული ცნობებით, საუბარია პირზე, რომელმაც თეფში ისროლა და ამ დროს სასტუმროს თანამშრომელი დაზიანდა.

"ფიზიკური ძალადობა წამოიწყო ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირებმა. შესაბამისად, ლაშამ გამოიძახა პოლიცია და ახლა ცდილობს, სასამართლოში აღძრას საქმე მათ წინააღმდეგ. წინასწარი მონაცემით, მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი",- წერს ნიკა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში.

აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.

ამ დროისთვის გაბიტაშვილის ფეისბუქ-გვერდი მიუწვდომელია. მისი მეგობარი განმარტავს, რომ ლაშა გაბიტაშვილს "დროებით გაუქმებული აქვს ფეისბუქი. გადმომცა, გითხრათ, რომ არის კარგად, ისიც, და მისი მეუღლეც".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S