Accentnews.ge
უილსონი "ქართულ ოცნებას" 12 იანვრის მოვლენების "დამანგრეველი შედეგების" შესახებ აფრთხილებს

უილსონი "ქართულ ოცნებას" 12 იანვრის მოვლენების "დამანგრეველი შედეგების" შესახებ აფრთხილებს

12/01/2025 20:26:17 პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი დღეს საქართველოში, რესტორან "ბაბილოსთან" განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და "ქართულ ოცნებას" "დამანგრეველი შედეგების" შესახებ აფრთხილებს.

"ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ასახულია სასტიკი თვითნებური დაკავებები, მათ შორის, ოპოზიციური ლიდერების, რასაც ივანიშვილის სასოწარკვეთილი რეჟიმი ახორციელებს. ეს ტირანული და არალეგიტიმური რეჟიმი საკუთარ ხალხს ვერ გააჩუმებს. ეს დამნაშავეები დამანგრეველ შედეგებს მიიღებენ"- წერს უილსონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: დღეს თბილისსა და ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დააკავეს 10-ზე მეტი პირი, მათ შორის - "ბათუმელების" ოპერატორი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S