Accentnews.ge
„ბათუმელების" ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსითაა დაკავებული

„ბათუმელების" ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსითაა დაკავებული

12/01/2025 00:57:33 პოლიტიკა

გამოცემა "ბათუმელების" ცნობით, "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) გათვალისწინებული ბრალდებით, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბათუმელების" ცნობით, ეს ინფორმაცია მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებს გამომძიებელმა მიაწოდა.

ადვოკატის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი დუმილის უფლებას იყენებს.

მანამდე იგი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა.

როგორც „ბათუმელებმა” დაწერა, ამაღლობელის მონათხრობის თანახმად, როდესაც ის პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან ძლიერად უჭერდნენ, გათავისუფლების მიზნით ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ბათუმის პოლიციის უფროსი იყო. პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა.

აჭარის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეა.

რაც შეეხება 11 იანვარსვე განხორციელებულ პირველ დაკავებას, ის ცოტა ხნით ადრე, საპროტესტო აქციის მსვლელობისას განხორციელდა, როდესაც მზია ამაღლობელი ბათუმში, კედელზე პლაკატს აკრავდა წარწერით „15 იანვარს, 15:00 საათზე იფიცება საქართველო ”.

იგივე საბაბით აქციის დროს დააკავეს კიდევ 9 ადამიანი. რამდენიმე საათში დაკავებულთაგან 4 - მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს. თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართელოსთან, სადაც დემონსტრანტები იმყოფებოდნენ, მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S