Accentnews.ge
„ბათუმელების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ

„ბათუმელების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ

11/01/2025 23:39:21 პოლიტიკა

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორთან, მზია ამაღლობელთან სახალხო დამცველის წარმომადგენელi იმყოფებოდა. .

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. ამასთანავე მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს უამბო, რომ როდესაც იგი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ. ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა.

როგორც მზია ამაღლობელია აღნიშნავს, არასათანადო მოპყრობა განხორციელდა სწორედ პოლიციის უფროსის მხრიდან.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე იგი ხელახლა დააკავეს.

შს სამინისტრო არ ამბობს, რა მუხლითაა დაკავებული მზია ამაღლობელი. მასთან არ უშვებენ ადვოკატებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S