Accentnews.ge
მზია ამაღლობელთან ადვოკატებს არ უშვებენ

მზია ამაღლობელთან ადვოკატებს არ უშვებენ

11/01/2025 23:04:16 პოლიტიკა

გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელთან, მზია ამაღლობელთან, რომლის მეორედ დაკავებიდან საათზე მეტი გავიდა, ადვოკატებს ამ დრომდე არ უშვებენ.

ამის შესახებ "აქცენტს" ადვოკატმა პაატა დიასამიძემ განუცხადა.

პაატა დიასამიძის განცხადებით, მან რამდენჯერმე დარეკა გენინსპექციაში, თუმცა, იქ მხოლოდ განცხადებას იტოვებენ, ხოლო რეაგირებას არ ახდენენ.

ამაღლობელი 11 იანვარს, პირველ ჯერზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს. პლაკატზე იყო წარწერა: ლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”. დაახლოებით ორ საათში ამაღლობელი გამოუშვეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი კვლავ სამმართველოსთან დააკავეს.

თუ რის საფუძველზე დააკავეს მზია ამაღლობელი მეორედ, ჯერჯერობით უცნობია.

მზია ამაღლობელი დამფუძნებელი და დირექტორია შპს „გაზეთ ბათუმელების“, რომელიც აერთიანებს ორ მედიაგამოცემას: „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S