Accentnews.ge
ქეთი დოლიძე: "გამოუშვით ეს ბავშვები ციხიდან, გამოუშვით!"

ქეთი დოლიძე: "გამოუშვით ეს ბავშვები ციხიდან, გამოუშვით!"

11/01/2025 12:44:35 პოლიტიკა, სამართალი

"ამ გადასარევ ბიჭს პირადად ვიცნობ! რა გინდათ, რა! გამოუშვით ეს ბავშვები ციხიდან გამოუშვით! რატომ?! ეს ბავშვები და ანდრო! ანდრო ჭიჭინაძე, გადასარევი მსახიობი, არაფრის გამო უკვე ლამის მესამე თვეა ციხეშია და სხვა უდანაშაულო ბავშვი" - წერს Facebook-ზე რეჟისორი ქეთი დოლიძე საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების მიმართ მიმდინარე ხმაურიან სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: 11 იანვრის სხდომას 8 ბრალდებული ჰყავს. აქედან სამს - ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, დანარჩენ ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს - ძალადობაში მონაწილეობას.

ანალოგიური პროცესი გაიმართა 10 იანვარსაც, სადაც თერთმეტი პირის პატიმრობის საკითხი გადაიხედა, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S