Accentnews.ge
ჩინეთში "განკურნებული" პაციენტები კვლავ კლინიკებში შეაბრუნეს

ჩინეთში "განკურნებული" პაციენტები კვლავ კლინიკებში შეაბრუნეს

21/02/2020 10:12:59 მსოფლიო

ჩინეთში საავადმყოფოდან სახლში გაწერილი პაციენტები კორონავირუსის ხელახალი აღმოჩენის გამო კვლავ კლინიკებში დააბრუნეს.

შემთხვევა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში მოხდა.

„გაწერილ პაციენტებს სახლში კარანტინში 14 დღე უნდა გაეტარებინათ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მათი ხელახალი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად მათ კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდათ“, – აცხადებენ ქალაქის ჯანდაცვის სამსახურში.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 2 236-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 76 000–მდე ადამიანი.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S