
ტრამპის თქმით, პუტინთან შეხვედრას ამზადებენ
10/01/2025 06:18:25 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მასთან შეხვედრა სურს.
ტრამპმა შესაბამისი განცხადება ამჯერად ფლორიდის რეზიდენციაში რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, "პუტინმა სურვილი საჯაროდაც გამოთქვა და მასთან შეხვედრას ამზადებენ".
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დრო არ დაუზუსტებია.
ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ ომი უნდა დაასრულონ.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგება.