Accentnews.ge
ლორა თორნტონი: რუსეთის გარდა, ოქტომბრის არჩევნებში „ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანი ერეოდნენ

ლორა თორნტონი: რუსეთის გარდა, ოქტომბრის არჩევნებში „ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანი ერეოდნენ

09/01/2025 16:59:06 პოლიტიკა

„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი აცხადებს, რომ "2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რუსეთის გარდა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანიც ერეოდნენ".

"ასევე იყო [ირანისგან] აქტიური ჩართულობა „ქართული ოცნების“ კამპანიის დასახმარებლად. ისინი ფულს დებდნენ იმაში, რომ დამთხვეოდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიის გზავნილებს. მართალია, კანდიდატების გვერდით არ მდგარან ირანელები, ისინი აძლიერებდნენ იმავე ნარატივებსა და გზავნილებს, რასაც „ქართული ოცნება“ და ახდენდნენ ზეწოლას ადგილობრივ საზოგადოებაზე, რათა მხარი „ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირათ. აი, ვინც პირდაპირ იყო იქ [ჩართული], იყო აზერბაიჯანი“, - განაცხადა ლორა თორნტონმა 9 იანვარს „ჰადსონის ინსტიტუტში“ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, „აზერბაიჯანელი პოლიტიკური ლიდერები ისევე, როგორც მედიაფიგურები, სიტყვის სრული მნიშვნელობით, სცენებზე იდგნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატების გვერდიგვერდ":

"ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით რუსეთის ჩარევაზე, მაგრამ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას იღებდა სხვა მოთამაშეებისგანაც“, - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S