Accentnews.ge
რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა „ჰადსონის ინსტიტუტში“ სიტყვით გამოსვლისას: "სანქცები უნდა გაგრძელდეს და აუცილებლად უნდა დაგვეხმაროთ, მივაღწიოთ ახალ არჩევნებს"

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა „ჰადსონის ინსტიტუტში“ სიტყვით გამოსვლისას: "სანქცები უნდა გაგრძელდეს და აუცილებლად უნდა დაგვეხმაროთ, მივაღწიოთ ახალ არჩევნებს"

09/01/2025 16:45:34 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ კვლევით ცენტრში, „ჰადსონის ინსტიტუტში“ დისტანციურად სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვიტარეებლ მოვლენებზე ისაუბრა და ამერიკელ პარტნიორებს მოუწოდა, დაეხმარონ საქართველოს ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევაში.

მისივე თქმით, „სანქციები ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო არსებულ უახლოეს წრეზე" და იგი მიიჩნევს, რომ ეს სანქციების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს.

მოხსენების დაწყებამდე სალომე ზურაბიშვილი „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა ჯონ უოლტერსმა წარადგინა, როგორც „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი“, საპასუხოდ ზურაბიშვილმა შემდეგი განაცხადა:

  • „მხოლოდ ერთი პატარა, მაგრამ დიდი შესწორება უნდა შევიტანო თქვენს სიტყვაში. მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, მე ვარ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, მმართველი პარტიის პრეტენზიების მიუხედავად“.

სალომე ზურაბიშვილის ამ რეპლიკას აპლოდისმენტები მოჰყვა.

  • „სანქციები ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო არსებულ უახლოეს წრეზე. რადგან ისინი ["ქართული ოცნება"] უკვე წარმოადგენენ ავტოკრატიულ, ერთპარტიულ რეჟიმს, ისინი დამოკიდებულნი არიან ამ წრეზე, პრივილეგირებული ბიზნესმენების წრეზე, იმ ინსტიტუციებზე, რასაც აკონტროლებენ და მათს ხელშია. ასე რომ, სანქციები ასუსტებს ავტოკრატიულ, პრორუსულ რეჟიმს. ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, და თქვენ აუცილებლად უნდა დაგვეხმაროთ, მივაღწიოთ ახალ არჩევნებს“, - განაცხადა ასლომე ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, არ არსებობს „სხვა ცნობილი გზა, გარდა არჩევნებისა, ისეთი ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად, როგორშიც ახლა საქართველოა“.

"ახალი არჩევნები რომ შედგება, ამაში დარწმუნებული ვარ“, - დასძინა მან.

მან ასევე ისაუბრა „არალეგიტიმური პარლამენტისა და დე ფაქტო პრეზიდენტის არაღიარების მნიშვნელობაზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S