Accentnews.ge
აშშ-მა უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

აშშ-მა უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

09/01/2025 12:03:30 მსოფლიო

აშშ უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს აცხადებს - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზა „რამშტაინში“ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრაზე განაცხადა.

„აქ, რამშტაინში, გადაწყვეტილი მაქვს გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა დავეხმარო უკრაინას იცხოვროს თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში - და შევქმნა უფრო სამართლიანი და ღირსეული სამყარო. ჩვენი ერთობლივი მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

დახმარება მოიცავს დამატებით რაკეტებს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, ჭურვებს და სხვა აღჭურვილობას F-16-ებისთვის.

ეს არის "რამშტაინის" ბოლო შეხვედრა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S