Accentnews.ge
ზურაბიშვილი: მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, მექნება მაღალი დონის შეხვედრები

ზურაბიშვილი: მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, მექნება მაღალი დონის შეხვედრები

09/01/2025 09:50:38 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. ასევე თქვა, რომ ექნება მაღალი დონის შეხვედრები.

"ჩვენ გვაქვს საშუალებები, გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად. მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და თქვენ იცით და მე დღეს ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის მიპატიჟებით. იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები მოწვევის ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის. ამის საშუალება რომ ყოფილიყო, ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები. ეს ხუმრობა გვერდზე დავტოვოთ, მთავარი ისაა, რომ მივდივარ და მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ვაგრძელებთ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან"- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ის გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის და სხვა დასავლელი ლიდერების მისამართით „ქართული ოცნების“ განცხადებებს და ამ შეფასებებს „უხეში და უზრდელური“ უწოდა:

„იცით პრეზიდენტს მაკრონის განცხადება. ის უხეში და უზრდელი პასუხები, რაც მმართველი გუნდიდან მოდის პარტნიორების მიმართულებით, დიდად არაფერს ნიშნავს, რადგან რეალურად რაც მნიშვნელოვანია, ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მხარდაჭერა მთავარი პარტნიორებისგან, რომლებიც მზად არიან დაასანქცირონ ისინი, ვინც გადაწყვიტა საქართველო წაეყვანა სხვა გზით, ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური მიმართულებით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S