Accentnews.ge
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრამპს: "EU მის საზღვრებზე თავდასხმას არ შეეგუება"

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრამპს: "EU მის საზღვრებზე თავდასხმას არ შეეგუება"

08/01/2025 12:30:24 მსოფლიო

პარიზი გრენლანდიაზე ტრამპის პრეტენზიებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ევროკავშირი არავის მისცემს უფლებას, თავს დაესხას მის საზღვრებს".

ასეთი კომენტარი გააკეთა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟან-ნოელ ბარომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალ განცხადებაზე, რომელშიც გრენლანდიასა და პანამის ყურეზე კონტროლის მოსაპოვებლლად ეკონომიკური ან სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე იყო საუბარი.

"ხალხმა დანამდვილებით არც კი იცის, აქვს თუ არა დანიას გრენლანდიაზე რაიმე იურიდიული უფლება, მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს, რადგან ჩვენ ეს გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის" - თქვა 7 იანვარს ტრამპმა, რომელიც მანამდე გრენლანდიის "ყიდვის" შესაძლებლობაზე საუბრობდა.

მის სურვილს, შეიძინოს გრენლანდიის კუნძული, დანიის მეფისგან საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა: ფრედერიკ მეათემ სამეფოს გერბის შეცვლის განკარგულება გამოსცა. ახალ ვერსიაში დანიის სამეფოს ავტონომიური რეგიონების - ფარერის კუნძულებისა და გრენლანდიის სიმბოლოებია გამოკვეთილი.

"ევროკავშირი არც ერთ სახელმწიფოს არ მისცემს უფლებას, თავს დაესხას მის სუვერენულ საზღვრებს, ვინც არ უნდა იყოს ეს. ეს ცალსახაა და უდავო! ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ" – განაცხადა საპასუხოდ ბარომ ფრანგულ მედიასთან საუბრისას და იქვე დასძინა, რომ "დაუჯერებელია, მოცემულ საერთაშორისო ვითარებაში აშშ-მა გრენლანდიაში საერთაშორისო ინტერვენცია განახორციელოს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S