
ოზურგეთის მერია 8 მარტისთვის 40 წარმატებულ ქალს მიქსერებით დაასაჩუქრებს
21/02/2020 07:54:26 რეგიონები
ოზურგეთის მერია 8 მარტისთვის 40 წარმატებულ ქალს მიქსერებით დაასაჩუქრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. მისი ღირებულება 11 460 ლარია და მასში 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიების უზრუნველყოფაც შედის.
გადაწყვეტილებას, თუ რატომ შეირჩა ქალებისთვის საჩუქრად მაინცდამაინც მიქსერი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე ასე ხსნის:
"მიქსერის ჩუქება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს არის საოჯახო ნივთი და მისით ისარგებლებს ოჯახში მცხოვრები ყველა ადამიანი. საერთო სარგებლობის ნივთია და არა პირადი მოხმარების საგანი. წარმატებულ ქალებს ჩვენ სხვა საჩუქრებსაც ვუმზადებთ. მოეწყობა ღონისძიება, ფურშეტითა და კონცერტით, გადავცემთ თაიგულებს და მადლობის ბარათებს მათი წარმატებული საქმიანობისთვის".