Accentnews.ge
მოსკოვი: „საქართველოში არ სურთ, წარსულის კრიზისიდან სათანადო გაკვეთილები გამოიტანონ“

მოსკოვი: „საქართველოში არ სურთ, წარსულის კრიზისიდან სათანადო გაკვეთილები გამოიტანონ“

21/02/2020 07:08:54 საგარეო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს, აშშ–სა და ევროპის ქვეყნებს კიბერ–შეტევაში ბრალდებების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს „კარგად რეჟისირებული საინფორმაციო კამპანიაა“.

„ქართულ ინტერნეტ–გვერდებზე, სერვერებსა და საოპერაციო სისტემებზე განხორციელებული „ფართომასშტაბიანი კიბერ–შეტევის“ შესახებ საქართველოს, აშშ–ის, ბრიტანეთისა და რიგი სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან რუსეთის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით გვსურს, აღვნიშნოთ: ამ კარგად რეჟისირებული საინფორმაციო კამპანიის პოლიტიკური მოტივირებულობა და უსაფუძვლობა ნათელია. არანაირი მტკიცებულება საქართველოს ელექტრონულ ქსელებში განხორციელებულ ქმედებებთან რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების კავშირისა არ არსებობს და ვერც იარსებებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ოფიციალური მოსკოვი „ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვების მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული აქციის სინქრონიზებულობაზე“ ამახვილებს ყურადღებას:

„თითქმის 4 თვე დასჭირდა მცდელობას, რუსეთისთვის დაეკისრებინათ პასუხისმგებლობა ინციდენტზე, რომელსაც თითქოსდა გასული წლის 28 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი. ყველა ბრალდება ყალიბდება „Highly Likely“-ს ჭრილში. სამწუხაროა, რომ თავად საქართველოში არ სურთ, უარი თქვან რუსეთის დემონიზაციის ხაზზე და სათანადო გაკვეთილები გამოიტანონ წარსულის კრიზისიდან. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ართულებს ისედაც რთულ ორმხრივ ურთიერთობებს. კვლავინდებურად დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული უთანხმოებების დაძლევა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება პასუხობს რუსი და ქართველი ხალხების ძირეულ ინტერესებს. გვესმის, რომ არსებობენ ძალები, რომელთაც ეს აბსოლუტურად არ აწყობთ“.

იხილეთ ასევე: ოფიციალური თბილისი: "რუსეთმა საქართველოზე მასშტაბური კიბერ–შეტევა განახორციელა"

აშშ, ბრიტანეთი, პოლონეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესტონეთი, მონტენეგრო, ლიტვა, კანადა, ისლანდია, ავსტრალია, უკრაინა და ახალი ზელანდია რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერ–შეტევას გმობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S