Accentnews.ge
ზუგდიდი-მესტის გზაზე ტურისტები დააყაჩაღეს, მიმდინარეობს სამძებრო-დაკავების ოპერაცია

ზუგდიდი-მესტის გზაზე ტურისტები დააყაჩაღეს, მიმდინარეობს სამძებრო-დაკავების ოპერაცია

05/01/2025 17:04:40 სამართალი, საზოგადოება

მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში მიმდინარეობს სამძებრო-დაკავების ოპერაცია.

როგორც მანამდე მედიით გახდა ცნობილი, ზუგდიდი-მესტის გზაზე ყაჩაღობა მოხდა. "აქცენტის" ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები დააყაჩაღეს.

როგორც "აქცენტს" შსს-ში ეუბნებიან, გამოძიება 179-ე მუხლით (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლით მიმდინარეობს.

სვანეთის სათემო რადიოს ცნობით, პოლიცია ცოლ-ქმარზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ ორ ახალგაზრდას ეძებს.

სათემო რადიო იტყობინება, რომ სოფელ ნაკრას ასახვევთან იპოვეს გატაცებული მანქანა, რომელსაც ადგილობრივების თქმით, აღენიშნებოდა სისხლის კვალი. ასევე ნაპოვნია ქალი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში. მისი მეუღლე ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S