Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება

სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება

05/01/2025 12:31:59 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება.

"არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს. ვიზიარებ ოჯახის და მათი ახლობლების მწუხარებას”, - წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.

საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთაგან უმცროსი 4 თვის იყო.

აფხაზური მედიის ცნობით, ცეცხლი ჭოლარიების მრავალსულიან ოჯახში გაჩნდა და სახლში სწრაფად გავრცელდა, რის გამოც ბავშვების გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარს აფეთქების ხმა უძღოდა წინ.

ირკვევა, რომ მშობლები ზუგდიდში იყვნენ წასულები და სახლში ბავშვებთან ერთად ბებია რჩებოდა, რომელიც ხანძრის დაწყებისთანავე შველის სათხოვნელად მეზობლებთან გაიქცა, თუმცა ცეცხლი მეტისმეტად სწრაფად ვრცელდებოდა და რამდენიმე წუთში მთელი სახლი მოიცვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S