
"შეუძლებელია, მინისტრის თანამდებობაზე დავბრუნდე“
20/02/2020 18:58:12 ციტატა
„არ მომეწონა პრემიერ–მინისტრობა, რადგან მე მიყვარს კონკრეტული საქმის კეთება, რეფორმების ჩატარება. არ მომინდება პრემიერ–მინისტრობა. რადგან მე პრემიერ–მინისტრი ვიყავი, შეუძლებელია, დავბრუნდე რომელიმე მინისტრის თანამდებობაზე. შეუძლებლად მიმაჩნია, ყოფილი პრემიერ–მინისტრი მინისტრის პორტფელზე დაბრუნდეს“.
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.