
ტყიბულის მერიის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია იმართება
03/01/2025 11:07:57 პოლიტიკა
ამ წუთებში ტყიბულის მერიის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია იმართება.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს ათეულობით მეშახტე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ისინი მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებენ და ამბობენ, რომ ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დასაქმებულებმა თავისუფალი აზრის გამოხატვა გაბედეს.
სოლიდარობის აქციას დღეს თბილისიდან მსახიობები და რეჟისორებიც შეუერთდნენ.