Accentnews.ge
ტოკაევმა საქართველო მართვის საპარლამენტო მოდელის მანკიერების მაგალითად მოიყვანა

ტოკაევმა საქართველო მართვის საპარლამენტო მოდელის მანკიერების მაგალითად მოიყვანა

03/01/2025 10:51:08 პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოთა მართვის საპარლამენტო მოდელმა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები გამოავლინა, - თვლის ყაზახეთის პრეზიდენტი ქასიმ-ჟომარტ ტოკაევი და მაგალითად საქართველო მოჰყავს.

"საპარლამენტო მმართველობას აქვს არსებობის უფლება, თუმცა ჯერჯერობით მან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში მხოლოდ უარყოფითი მხრიდან გამოავლინა თავი და საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ნათლად წარმოაჩინა. ასე, რომ ყაზახეთისთვის საპრეზიდენტო მმართველობა როგორც სადეღეისოდ, ისე უახლოესი მომავლისთვის მართვის გაცილებით უფრო მისაღები ფორმაა. ამასთან, სახელმწიფო მართვის სისტემის არჩევა ის უაღრესად საპასუხისმგებლო საკითხია, რომელიც არა სადღაც კულუარებში, არამედ საყოველთაო რეფერენდუმის გზით უნდა წყდებოდეს" - განაცხადა ყაზახეთის ლიდერმა გამოცემა «Ана тілі»-სთან ინტერიუში («Родной язык») და იქცე უარყო ხმები შესაძლო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე.

ცნობისთვის: 2022 წლის სექტემბერში ტოკაევმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი 7-წლიანი ვადით ირჩევა, ხელახალი არჩევის უფლების გარეშე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S