
აშშ–ისა და ბრიტანეთის საელჩოები რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერ–შეტევას ეხმიანებიან
20/02/2020 13:46:58 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
აშშ–ისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერ–შეტევას ეხმიანებიან. „აქცენტი“ დიპლომატიური უწყებების განცხადებებს უცვლელად გთავაზობთ:
"2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა.
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.
ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად" - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
"გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის “გრუ”-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევასგაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა (NCSC), დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს “გრუ”-მ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები. ისინი მიმართული იყო სხვადასხვა ქართული ვებ-პროვაიდერების მიმართ, რამაც შედეგად გამოიწვია ვებ-გვერდების სახეცვლილება, მათ შორის საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობო სექტორის, მედია და ბიზნეს ორგანიზაციების ვებ გვერდების. კიბერშეტევამ ასევე შეაფერხა რამდენიმე ნაციონალური ტელეარხის მაუწყებლობა.ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ “გრუ”-ს მიერ განხორცეიელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად.გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა:„გრუ”-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია.„რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს.„გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოაშკარავებას, ვინც ახორციელებს უგუნურ კიბერშეტევებს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას “გრუ”-ს დამაზიანებელი მოქმედებების აღსაკვეთად“.რედაქტორებისთვის:გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრი (NCSC) ადგენს, რომ “გრუ” - ძალიან დიდი ალბათობით (95 % +) პასუხისმგებელია საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებულ ვებგვერდების სახეცვლილებაზე, კიბერშეტევებზე და ტელეარხების საქმიანობის შეფერხებაზე.გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია, წყაროები, ანალიტიკური დასკვნები, მათ შორის ალბათობის თეორია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: https://files.civilservicejobs.service.gov.uk/…/download.cg…ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დასკვნისა და ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა პასუხისმგებლობას “გრუ”-ს აკისრებს.საქართველო, გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორია. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს მთელ რიგ პროექტებს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის არსებული ყოველწლიური, მაღალი რანგის, ორმხრივი თანამშრომლობის სტრატეგიული დიალოგის ფორმატი საშუალებას გვაძლევს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. გაერთიანებული სამეფო განსაკუთრებით მადლობელია საქართველოსი, იმ მტკიცე მხარდაჭერის გამო, რომელიც 2018 წელს სოლსბერიში განხორციელებული თავდასხმის შედეგად მივიღეთ, მათ შორის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან მუშაობაში" - ვკითხულობთ დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ ასევე: ოფიციალური თბილისი: "რუსეთმა საქართველოზე მასშტაბური კიბერ–შეტევა განახორციელა"