Accentnews.ge
Bloomberg: ბალტიის ზღვის ფსკერზე, სადაც ელექტროკაბელი დაზიანდა, ნახეს გრძელი კვალი, რომელიც, სავარაუდოდ, ღუზამ დატოვა

Bloomberg: ბალტიის ზღვის ფსკერზე, სადაც ელექტროკაბელი დაზიანდა, ნახეს გრძელი კვალი, რომელიც, სავარაუდოდ, ღუზამ დატოვა

30/12/2024 10:58:56 მსოფლიო

ფინელმა გამომძიებლებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე, სადაც დაზიანდა ელექტროკაბელი Estlink 2, ნახეს გრძელი კვალი, რომელიც, სავარაუდოდ, ღუზამ დატოვა, – იუწყება Bloomberg.

„კვალის სიგრძე ათეულობით კილომეტრია“, - ამბობს გამოძიების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი სამი პაილა, რომელსაც სააგენტო იმოწმებს.

სად ჩაუშვეს ღუზა ჯერ–ჯერობით არ არის დადგენილი,

„ფსკერზე კვალი აღმოსავლეთით გრძელდება ათობით, შეიძლება თითქმის ას კილომეტრზეც კი და მთავრდება იქ, სადაც ხომალდმა ღუზის ჯაჭვი ზემოთ ასწია", - უთხრა Yle-ს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა.

მედიამ გაავრცელა ფინეთის სასაზღვრო დაცვის მიერ დაკავებული, კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი ტანკერ Eagle S-ის ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ გემს ცალ მხარეს ღუზა არ აქვს. იმავე გემის ადრინდელ ფოტოებზე აშკარაა, რომ ღუზა ორივე მხარესაა.

Estlink 2-ის სადენების შეკეთებას 7 თვე დასჭირდება და ათეულ მილიონობით დოლარი დაჯდება. ფინეთმა ნავთობის ტანკერი Eagle S დააკავა მას შემდეგ, რაც 25 დეკემბერს ბალტიის ზღვაში ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი ელექტროსადენის, Estlink 2-ის მუშაობაში შეფერხება მოხდა.

გავრცელდა ცნობა, რომ კუკის კუნძულების დროშით მცურავ ტანკერს ნავთობი რუსეთიდან ეგვიპტეში გადაჰქონდა. გემს უკავშირებენ რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს, რომელიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით.

"საზღვაო მოძრაობის მეთვალყურეობის სამსახურის, Marinetraffic-ის, მონაცემებით, გემმა მნიშვნელოვნად შეამცირა სიჩქარე იმ მომენტში, როცა სადენის მუშაობაში შეფერხება დაფიქსირდა", –იტყობინება Yle.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S