Accentnews.ge
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა: ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1500-მდე პირს საახალწლო ნობათი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა: ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1500-მდე პირს საახალწლო ნობათი გადაეცა

30/12/2024 08:03:07 საზოგადოება, რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, "მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით და აფხაზეთის მთავრობის სამინისტროების მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით ნობათი გადაეცათ".

"სადღესასწაულო ნობათი მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მრავალშვილიანმა, სოციალურად დაუცველმა, ომის ვეტერანმა დაგანსაკუთრებული საჭიროების მქონე 1500-მდე პირმა მიიღო.

„აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, წინასაახალწლოდ 1500-მდე აფხაზეთიდან დევნილმა პირმა საახალწლო ნობათი მიიღო. დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს და შევეცდებით მომავალ წელს უფრო აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს მათთან, რათა მოქალაქეებმა შეძლონ ყველა იმ სიკეთეებით სარგებლობა, რაც აფხაზეთის მთავრობისა და მისი სამინისტროების მიერ ხორციელდება“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

საჩუქრებთან ერთად, დევნილ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ, სადაც აფხაზეთის მთავრობისა და მასში შემავალი სტრუქტურების მიერ 2025 წელს დაგეგმილი აქტივობების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. ბროშურაში ასევე მოცემულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელი ხაზის ნომერი143, რომელზე დარეკვით დევნილი მოქალაქეები მათთვის საჭირო კითხვებზე სწრაფ და სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ", – ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S