
ზელენსკი აშშ-ის მიერ „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების” გამოცხადებას ელოდება
30/12/2024 06:58:12 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს „მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას” უკრაინის მხარდასაჭერად.
29 დეკემბერს ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ეხება უკრაინელი მეომრების დახმარების მნიშვნელოვან პაკეტებს და მის ოფიციალურად გამოცხადებას 30 დეკემბერს ელოდებიან.
სააგენტო Associated Press ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან მიიღებს კიდევ 1,25 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებს(NASAMS, HAWK) და რაკეტებს Stinger.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 62,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.