
ლევან მგალობლიშვილი: "მიხეილ ყაველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი, მათი ეროვნების, რელიგიური კუთვნილების თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად"
29/12/2024 15:09:00 საზოგადოება, რეკლამა
"დღეიდან საქართველოს უკვე ოფიციალურად ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი, მათი ეროვნების, რელიგიური კუთვნილების თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად", - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადა.
"მთავრობის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს გაერთიანება მხოლოდ საზოგადოების ერთიანობით არის შესაძლებელი.
„მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ურთიერთპატივისცემით და ერთიანობით მივაღწევთ ჩვენს უმთავრეს მიზანს - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
საქართველოს პარლამენტში დღეს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა, რომელიც საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტის თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით აირჩია",– ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.