
სანდუ: ვდგავართ ქართველების გვერდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპისთვის ბრძოლაში
29/12/2024 11:52:33 პოლიტიკა
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
"დღეს, როგორც ყოველთვის, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის. თქვენი სიმამაცე და მონდომება შთააგონებს ყველას და მოლდოვა თქვენს გვერდით რჩება ამ საერთო გზაზე",- წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ X-ზე .