
ევროპარლამენტარი: „აღფრთოვანებული ვარ მერაბიშვილის შემართებით“
20/02/2020 11:47:01 საგარეო პოლიტიკა, სამართალი
ევროპარლამენტის წევრი, პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ანა ფოტიგა საქართველოს შს ექს–მინისტრ ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს მიესალმება.
„საქართველოში ვიზიტისას ვანო მერაბიშვილის ციხეში მონახულება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. აღფრთოვანებული ვარ მისი შემართებით. ასეთ რთულ ვითარებაში მან შეძლო, გაეღრმავებინა ცოდნა, პოლიტიკური გამოცდილება, გაძლიერებულიყო ფიზიკურად და მორალურად. მივესალმები მის გათავისუფლებას“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ვანო მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა.