Accentnews.ge
შაიშმელაშვილი - 5 ივლისზე: გვითხრეს, რომ ჯაღმაიძესთან არის გავლილი თემა

შაიშმელაშვილი - 5 ივლისზე: გვითხრეს, რომ ჯაღმაიძესთან არის გავლილი თემა

28/12/2024 20:13:04 პოლიტიკა, საზოგადოება

გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიცია საპატრიარქოს პრესმდივან ანდრია ჯაღმაიძესთან შეთანხმებით მოქმედებდა.

როგორც შაიშმელაშვილი ამბობს, ჯაღმაიძესთან კომუნიკაციის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძემ აცნობა და გეგმა, რომელიც გდდ-ს ჰქონდა შემუშავებული, ამ არგუმენტით არ აამოქმედეს.

„სადაც გვყავდა ქვედანაყოფები განსაზღვრული, იქ არ დაგვაყენებინეს იმ რაოდენობებით, რა რაოდენობებითაც განსაზღვრული გვქონდა და გვითხრეს, რომ ანდრია ჯაღმაიძესთან არის შეთანხმებული სიტუაცია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს.

ქვედანაყოფებისთვის ადგილმდებარეობა შეგვაცვლევინეს. ამ გადაწყვეტილებას იღებდა შალვა ბედოიძე. ბედოიძემ თქვა, "ჯაღმაიძესთან არის გავლილი თემა"... რომ დაგვირეკეს უკვე, რომ ჩავრთულიყავით ამოცანაში, იქ არსებული რესურსი ფიზიკურად რაოდენობრივად აღარ ეყოთ და 10-15 წუთში მოხდა ის, რაც მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვედანაყოფები როცა მივიდნენ, ყველა ნაცემები იყვნენ“. - ამბობს შაიშმელაშვილი.

მოგვიანებით ანდრია ჯაღმაიძემ "ფეისბუქზე" ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„ჟურნალისტები მწერენ "ტვ პირველზე" გასული სიუჟეტის შესახებ. ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S