
ფინანსთა მინისტრი: "ტელევიზიებმა დავალიანებები 5 წლის განმავლობაში უნდა დაფარონ"
20/02/2020 10:00:17 ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ტელევიზიებმა დავალიანებები 5 წლის განმავლობაში უნდა გადაიხადონ.
"დავალიანების მქონე ტელევიზიების მიერ უკვე წარმოდგენილია წინადადებები, რომლის მიხედვით, ისინი მომდევნო 5 წლის განმავლობაში დეკლარირებული გადასახადების გადახდას შესაბამისი გრაფიკით უზრუნველყოფენ. აღნიშნული გრაფიკი ტელეკომპანიებს საშუალებას მისცემს, არ შეწყვიტონ მაუწყებლობა და სრულად დაფარონ დაგროვებული საგადასახადო ვალდებულებები", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის: საუბარია ტელეკომპანიებზე "რუსთავი 2" , "იმედი" და "მაესტრო".