Accentnews.ge
რუტე: NATO ბალტიის ზღვაში წარმომადგენლობას გააძლიერებს

რუტე: NATO ბალტიის ზღვაში წარმომადგენლობას გააძლიერებს

28/12/2024 05:35:36 მსოფლიო

NATO–ში აცხადებენ, რომ ალიანსი გააძლიერებს წარმომადგენლობას ბალტიის ზღვაში, მას შემდეგ, რაც ზღვის ქვეშ სადენები და საინტერნეტო ხაზები სავარაუდოდ, საბოტაჟის გამო დაზიანდა, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ხომალდმა განახორციელა.

"NATO გააძლიერებს თავის სამხედრო წარმომადგენლობას ბალტიის ზღვაში", – დაწერა სოციალურ ქსელში ალიანსის გენდივანმა მარკ რუტემ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან აუდიენციის შემდეგ.

27 დეკემბერს ესტონეთმაც გამოაცხადა, რომ დაიწყო საზღვაო ოპერაცია, რომლის მიზანია ბალტიის ზღვაში მნიშვნელოვანი ელექტროსადენის დაცვა, მოკავშირეებთან კოორდინაციით.

ბალტიის ზღვის სანაპირო როგორც ფინეთის, ისე ესტონეთის ნაწილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S