Accentnews.ge
კრამონი - ივანიშვილის სანქცირებაზე: ვერ დავუშვებთ ქვეყნის რუსეთის ხელში ჩავარდნას

კრამონი - ივანიშვილის სანქცირებაზე: ვერ დავუშვებთ ქვეყნის რუსეთის ხელში ჩავარდნას

27/12/2024 17:31:06 პოლიტიკა

როდის მიჰყვება ევროკავშირი? - ინტერესდება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ხაზს უსვამს, რომ "ჩვენ ვერ დავუშვებთ, ქვეყნის რუსეთის ხელში ჩავარდნას".

"შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს საბოლოოდ სანქციები დაუწესა. (მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი.)

ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა საქართველოში, ეს არის დაგვიანებული და ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი.

როდის მიჰყვება ევროკავშირი? ჩვენ ვერ დავუშვებთ ქვეყნის რუსეთის ხელში ჩავარდნას," - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის არჩევანი“, - განმარტავს სახაზინო დეპარტამენტი.

მისივე ინფორმაციით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაშია, ან მათ კონტროლს ექვემდებარება, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა ივანიშვილს - საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს - "საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S