Accentnews.ge
Azerbaijan Airlines რუსეთის შვიდ ქალაქში ფრენებს აჩერებს

Azerbaijan Airlines რუსეთის შვიდ ქალაქში ფრენებს აჩერებს

27/12/2024 14:54:54 მსოფლიო

ყაზახეთში, აქთაუს აეროპორტის მახლობლად თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, რასაც 38 ადამიანი ემსხვერპლა, Azerbaijan Airlines რუსეთის შვიდ ქალაქში 28 დეკემბრიდან ფრენებს აჩერებს.

ავიაკომპანიის განცხადებით, ისინი ავიაკატასტროფის გამოძიების პირველად შედეგებს და ფრენის უსაფრთხოების რისკებს ითვალისწინებენ.

"25 დეკემბერს Embraer 190-ის ავიაკატასტროფის გამოძიების პირველადი მონაცემების, ასევე ფრენის უსაფრთხოების პოტენციური რისკების გათვალისწინებით, ფრენები მინერალნიე ვოდის, სოჭის, ვოლგოგრადის, უფას, სამარას, გროზნოსა და მაჰაჩყალას მიმართულებით 28 დეკემბრიდან შეჩერდება, საქმის წარმოების საბოლოო დასრულებამდე," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა. ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ცნობებით, ავიაკატასტროფა რუსულმა "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტამ გამოიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S