
ნაუსედა:საქართველო ბელარუსული სცენარის განმეორების საფრთხის წინაშეა
27/12/2024 11:46:53 პოლიტიკა
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ საქართველო ბელარუსული სცენარის განმეორების საფრთხის წინაშეა.
"ახლახანს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე ჩემი ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. საქართველო ბელარუსული სცენარის განმეორების საფრთხის წინაშეა. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ. ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროკავშირის გზაზე. გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება ეწინააღმდეგება მათ ნებას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს", – წერს იგი სოციალურ ქსელში.